ჩვენ ქვეყანას, თქვენც, მეც ტელევიზიების მესვეურებსაც მოგვასხეს ჭუჭყიანი წყალი და მაინცდამაინც ამ ჭუჭყიან წყალში ნუ ვიბანავებთ – აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).
"ეს არის მოვლენა, როცა ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი. ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა მე არ ვიცი. სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ბიბლიის და წმინდა წერილის მიხედვით ვაკეთებ კომენტარს რა ხდება - რა ხდება და ჩვენ ქვეყანას, თქვენც, მეც ტელევიზიების მესვეურებსაც მოგვასხეს ჭუჭყიანი წყალი და მაინცდამაინც ამ ჭუჭყიან წყალში ნუ ვიბანავებთ," - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).