თეა წულუკიანი სავარაუდო ჩანაწერებზე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით მოხდა ღალატი, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო

თეა წულუკიანი სავარაუდო ჩანაწერებზე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით მოხდა ღალატი, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო

რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო, რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის რცხვენია, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა სავარაუდო ჩანაწერებზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე გიორგი გახარიას მხარდამჭერებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„მინდა, დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის - იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან. არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.