მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლა-არჩამოსვლით არა ქვეყნის, არამედ საკუთარ ბედს გადაწყვეტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„როგორც ჩანს, ევროპარლამენტარებიც ასე ფიქრობენ, რომ მისი ასეთი ტიპის განცხადებები პროვოკაციის ხასიათს ატარებს. რეალურად, ბატონი სააკაშვილი ჩამოსვლა-არჩამოსვლით საკუთარ და არა ქვეყნის ბედს გადაწყვეტს, მას დიდი ხანია აღარ შეუძლია, გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მარინა კალიურანდი საქართვლოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს: მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.