ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო. ზოგადად, მასთან დაკავშირებული საკითხი თუნდაც პოლიტიკურად ან სამართლებრივად გარკვეულიყო, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი სჯობს იყოს ციხეში, საქართველოში. „ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მანამდე ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს.