გიორგი ვაშაძე: მე ყველას ვურჩევდი - ნაკლები ყურადღება სააკაშვილზე, მეტი ყურადღება ხელისუფლების ცვლილებებს

გიორგი ვაშაძე: მე ყველას ვურჩევდი - ნაკლები ყურადღება სააკაშვილზე, მეტი ყურადღება ხელისუფლების ცვლილებებს

მე ყველას ვურჩევდი - ნაკლები ყურადღება სააკაშვილზე, მეტი ყურადღება ხელისუფლების ცვლილებებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, მათ ორი ამოცანა აქვთ.

„შეცვალოთ ხელისუფლება და არ მივუშვათ სააკაშვილი ხელისუფლებამდე - ესაა „მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეალური ამოცანა. ამ შემთხვევაში ექნება საქართველოს ნათელი მომავალი. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პროფესიონალი ადამიანები და არა წარსულის უკან დაბრუნება“, - განაცხადა ვაშაძემ.