მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროდან ათობით უცხოელი გაიტაცეს

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროდან ათობით უცხოელი გაიტაცეს

მექსიკის ქაალქ მატეჰუალაში შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროდან ათობით უცხოელი გაიტაცეს. ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 22 უცხოელი და 16 მექსიკელი გაიტაცეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები და ორსული ქალიც. უცხოელების უმრავლესობა ჰაიტიდან და კუბიდან არის. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა წაიღეს სასტუმროს რეგისტრაციის წიგნი, რამაც გატაცებულთა იდენტიფიცირება გაართულა.

გატაცებული მექსიკელები თავდამსხმელებმა მალევე გაათავისუფლეს, უცხოელების გასათავისუფლებლად კი პოლიციამ სამძებრო ოპერაცია ჩაატარა. ყველა გატაცებული პირი უკვე თავისუფალია და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.