ნიუ-იორკში კოლომბოს მაფიოზური კლანის ლიდერი დააკავეს

ნიუ-იორკში კოლომბოს მაფიოზური კლანის ლიდერი დააკავეს

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), ნიუ-იორკის პოლიციასთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კოლომბოს მაფიოზური კლანის 9 წევრი, მათ შორის დაჯგუფების ხელმძღვანელი ენდრიუ რუსო და მისი მოადგილე ბენჯამინ კასტელაცო დააკავა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოძიება დაკავებულებს კორუფციასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. 87 წლის ენდრიუ რუსოს და 83 წლის კასტელაცოს გარდა, ასევე დაკავებულები არიან რუსოს მთავარი მრჩეველი, 66 წლის რალფ დი მატეო და მაღალი იერარქიული თანამდებობის მქონე პირები თეოდორე პერსიკო, რიჩარდ ფერარა და ვინსენტ რიკიარდო.

კოლომბოს კლანი ნიუ-იორკის 5 უმსხვილესი მაფიოზური დაჯგუფებიდან ერთ-ერთია.