ყოფილი დეპუტატი მრავალწლიან დუმილს არღვევს. გია ნუცუბიძე მოითხოვს, გადაიხედოს განაჩენი, რომლის საფუძველზე 2006 წელს პატიმრობა შეუფარდეს. ექს-პარლამენტარის მტკიცებით, თავის დროზე განათლების სამინისტროში გამოვლენილ კორუფციულ სქემას ემსხვერპლა. ზურა ადეიშვილი, ალექსანდრე ლომაია, მერაბ სამადაშვილი-ეს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამონათვალია, რომლებსაც ნუცუბიძე პროკურატურაში უჩივის. პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი წევრი 7 წლის წინ განათლების მაშინდელი მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს.