სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან სწავლა დისტანციურად განახლდება

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან სწავლა დისტანციურად განახლდება

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან სწავლა დისტანციურად იწყება.4 ოქტომბერს კი, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

4 ოქტომბრიდან დაწყება სწავლა პირველკლასელთათვისაც. იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს, საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დასაცავად.

მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება განათლების მინისტრმა მიულოცა.