გრიგოლ ვაშაძე: რეფერენდუმი შარლ მიშელის შეთანხმებაში ნახსენები არ არის

გრიგოლ ვაშაძე: რეფერენდუმი შარლ მიშელის შეთანხმებაში ნახსენები არ არის

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად არის მოხსენიებული. „მესამე ძალის“ წევრის თქმით, ეს სიტყვა დოკუმენტში ნახსენები არ არის.

„რეფერენდუმი ამ შეთანხმებაში ნახსენები არ არის. არ ვიცი ვინ რა თქვა, მე ჩემს სიტყვებზე ვაგებ მარტო პასუხს. მეტიც შემიძლია გითხრათ, მმართველმა გუნდმა, იმ ადამიანებმა, ვინც კონსტრუქციულად მონაწილეობდნენ (ყოველ შემთხვევაში სანამ მე იქ ვიყავი) მოლაპარაკებაში, არაერთხელ ზეპირად დაადასტურეს, რომ თუ 43%-ზე ნაკლებს აიღებს „ქართული ოცნება“, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს“, - აცხადებს ვაშაძე.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის რეფერენდუმი საქართველოს არსებული ხელისუფლების ნდობის თაობაზე