სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაიქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს არის რეალურად, შემდეგ ვიღაც გაბრაზდება, კონკრეტული ჩინოვნიკი, ინფორმაცია გაჟონავს და ა.შ. წარმოგიდგენიათ, სტრუქტურაში რა ხდება?“, - აცხადებს მანჯგალაძე.
ინტერნეტში ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.