BBC: ბოლო 4 ათწლეულში გაორმაგდა იმ დღეების რაოდენობა, როცა ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს

BBC: ბოლო 4 ათწლეულში გაორმაგდა იმ დღეების რაოდენობა, როცა ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს

BBC–ის გლობალური ანალიზის თანახმად, 1980-იანი წლების შემდეგ, ყოველწლიური მაჩვენებლებით, გაორმაგდა იმ დღეების რაოდენობა, როცა ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს.

ამასთან, ყოველწლიურად, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა იმაზე მეტ ადგილას ფიქსირდება, ვიდრე ეს ათწლეულების წინ იყო.

1980 წლის შემდეგ, ყოველ ათწლეულში, სტაბილურად იზრდებოდა იმ დღეების რაოდენობა, როცა ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებდა. 1980-დან 2009 წლამდე, ყოველწლიურად, საშუალოდ, 14 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა 50 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. 2010-დან 2019 წლამდე კი, ეს მაჩვენებელი 26 დღემდე გაიზარდა.

„მაღალი სიცხე, შეიძლება, სასიკვდილო აღმოჩნდეს ადამიანებისთვის, ბუნებისთვის და შენობებს, გზებსა და ელექტროსისტემებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, - წერს BBC.