თუკი სადმე ამ ინფორმაციაში ფაბრიკაციის სახით გავრცელებული რეალური ინფორმაციაც გამოერევა, ესეც ნათელი გახდება როდისაა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, რა მიზნით ჩაწერა, რატომ ჩაწერა, როგორ დაამონტაჟა

თუკი სადმე ამ ინფორმაციაში ფაბრიკაციის სახით გავრცელებული რეალური ინფორმაციაც გამოერევა, ესეც ნათელი გახდება როდისაა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, რა მიზნით ჩაწერა, რატომ ჩაწერა, როგორ დაამონტაჟა


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ფარული ჩანაწერებისგან დამზადებული ფაბრიკაცია კიდევ გავრცელდეს. ამის შესახებ, მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუკი სადმე ამ ინფორმაციაში, ფაბრიკაციის შედეგად გავრცელებული რეალური ინფორმაციაც გამოერევა, ესეც ნათელი გახდება როდისაა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, რა მიზნით ჩაწერა, რატომ ჩაწერა, როგორ დაამონტაჟა და ა.შ. ამას კონკრეტული ავტორები ჰყავს, მაგრამ რეალურად, საბოლოო ჯამში ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ. ამ რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ტელევიზიის მხრიდან სუსზე აქცენტით დაიწყო და შემდეგ იმავე სიუჟეტში ერთი წუთის ინტერვალით, აღმოჩნდა რომ ეს იყო 2012 წლამდე ჩანაწერები.

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს მოდელირებულ რეალობასთანაც, ამას თავისი ავტორებიც ჰყავს. შემდეგ თავად ადასტურებენ და თავად ცნობენ საკუთარ თავსაც. ყველა შემთხვევაში, ეს არეული და გაუგებარი ჩანაწერები და მათი ე.წ. გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, ფაბრიკაცია რადგან არის, ჩვენი ვარაუდით ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს თავდასხმის ობიექტი, მოხდეს მათი დისკრედიტაცია და დაპირისპირება“, - აღნიშნა მდინარაძემ.