მამუკა მდინარაძე: ერთ მხარეს არის რეალობა და სიმართლე, მეორე მხარეს ტყუილი და არასწორი მოლოდინები საკუთარი თანაგუნდელების მიმართ - ბუნებრივია, ჩვენი რეიტინგი უფრო იზრდება

მამუკა მდინარაძე: ერთ მხარეს არის რეალობა და სიმართლე, მეორე მხარეს ტყუილი და არასწორი მოლოდინები საკუთარი თანაგუნდელების მიმართ - ბუნებრივია, ჩვენი რეიტინგი უფრო იზრდება

მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში მერობის კანდიდატების რეიტინგის გამოქვეყნებას გამოეხმაურა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ნაცვლად დეზინფორმაციაზეა გადასული.

„არიან გადასულები დეზინფორმაციაზე და სატელევიზიო ფეიკ-კამპანიბით ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებასა და შემდეგ არეულობის ინსცენირებას. მიშა ჩამოდის, დავხვდებით - რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. როდესაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ელაპარაკება კონკრეტულ ადგილებში თვითმმართველობის არჩევნებზე რა გაკეთდება, ესენი ელაპარაკებიან რაღაც აბსტრაქციებზე, რომლისაც თვითონაც არ სჯერათ. ბუნებრივია, ჩვენი უპირატესობა გაიზრდება და არ უნდა გაუკვირდეთ, არც უკვირთ. რეალობა და სიმართლე არის ერთ მხარეზე და მეორე მხარეზე არის ტყუილი, არასწორი მოლოდინები საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და ამიტომ, ბუნებრივია ჩვენი რეიტინგი უფრო იზრდება ამ ჭრილში“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნინო ლაცაბიძე 53,5%-ით ლიდერობს.