დავით კირკიტაძე: ამ გადამწყვეტ ეტაპზე არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ ძალიან ბევრი პატრიოტი დაბრუნდება სამშობლოში

დავით კირკიტაძე: ამ გადამწყვეტ ეტაპზე არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ ძალიან ბევრი პატრიოტი დაბრუნდება სამშობლოში

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ამ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ეტაპზე არა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი, არამედ ძალიან ბევრი პატრიოტი დაბრუნდება სამშობლოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ამ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ეტაპზე არა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი, არამედ ძალიან ბევრი პატრიოტი დაბრუნდება ქვეყანაში, რადგან დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა იღუპება და 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის საზოგადოების მაღალი ინტერესი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ გააკეთებს ზუსტ განცხადებას დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.