როდის? როგორ მოხდება? - ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება, - ამის შესახებ ბრიფინგზე, ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავის ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება.
„ჯერ კიდევ ჟანრის ლოგიკა მოითხოვს. როდესაც ოდისევსი წავიდა, ი აუცილებლად დაბრუნდება. ოდისევსის დაბრუნება ჟანრის ლოგიკის ნაწილია. ამიტომ, ადამიანი, რომელიც ქვეყნიდან გააგდეს, ის თავის ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება. ასეა ათასწლეულებში. როდის? როგორ მოხდება? - ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაბრუნდება. მისი დაპატიმრების შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში უკანონობა, უსამართლობა, პოლიტიკური დევნა, ხმა უნდა ამოიღოს“, - განაცხადა უგულავამ.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეეცდება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავება არ დაუშვას.