უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ სურვილაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ეს პოსტი ძირითადათ ეხება უცხოეთში მომუშავე ექიმებს და ბიოლოგებს. ვიცი რომ გულ-ანთებულები ხართ და გინდათ როგორმე დაეხმაროთ სამშობლოში ხალხს, მაგრამ დამიჯერეთ ბევრად უკეთესი იქნება თუ გაჩერდებით და აღარ დამოძღვრავთ მაქედან ხალხს და ექიმებს. საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდი აშშ-ში ვირუსოლოგიაში და 2-3 კაცის გარდა არ ვიცოდი სხვა ქართველი რომელიც ამ განხრით მოღვაწეობდა. საიდან გამოძვერით ამდენი ჭიპმოჭრილი ექსპერტები ამ ახლადგამოჩეკილი ვირუსის და ახლად (2019 წელს) შემუშავებული ვაქცინაციის, გაუგებარია. ის ორიოდე ქართველი ვირუსოლოგი, მადლობა ღმერთს, დღეს ჩუმათაა, რადგან დღესდღეობით არავინ არაფერი ამ კოვიდის შესახებ არ ვიცით. მესმის რომ ასეთი არეული სიტუაცია კარგია სხვის გასაკრიტიკებლად და თავის გამოსაჩენად ( მითუმეტეს თუ არავინ მოგთხოვს პასუხს), მაგრამ შეიბრალეთ ის ხალხი, რომელნიც იქ მუშაობენ. ერთად-ერთი თქვენი უპირატესობა, იქ მომუშავე ქანცგაწყვეტილ ექიმებთან შედარებით ისაა, რომ თქვენ, ერთი-ორი დღით ადრე, რაღაც პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში ამოიკითხავთ კოვიდთან დაკავშირებულ სტატიებს და არიქა, მეორე დილას იწყებთ მის თხრობას და საქართველოში მომუშავე ექიმების კრიტიკას.
თუ რაიმე იცით ისეთი, რომელსაც არასწორედ აკეთებენ, ჩადით საქართველოში და ფიზიკურად დაეხმარეთ მათ.
და კიდევ მესმის, რომ საქართველოში ძაან ბევრს ყავს უცხოეთში მომუშავე ნათესავი და გინდათ მათი გამოჩენა და თავის მოწონება, მაგრამ იქნებ დაკმაყოფილდეთ მათი Facebook-ის კითხვით და აღარ განავრცოთ მათი პოსტები ჟურნალ-გაზეთებით და ტელევიზიით. და არაა საჭირო ეს გაუთავებელი “უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის” ციტირება და რეკლამირება. 99% იქ მომუშავე ქართველ მეცნიერს არავითარი შეხება არა აქვს ვირუსოლოგიასთან და მითუმეტეს კოვიდ 19-თან”.