დავით კირკიტაძე: შარშანდელი წლის შემდეგ ოპოზიციის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა

დავით კირკიტაძე: შარშანდელი წლის შემდეგ ოპოზიციის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა

შარშან, თამარ ჟვანიას მიერ მიერ დაწერილი ციფრებითაც კი რუსთავში „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 38,4%-ი მიიღო, მაშინ, როდესაც ოპოზიციამ ხმათა 61, 6%-ი აიღო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შარშანდელი წლის შემდეგ ოპოზიციის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა.

„შარშანდელი წლის შემდეგ ოპოზიციის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსთაველი ამომრჩეველი, ისევე როგორც გასულ წელს, სათანადოდ შეაფასებს და „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნინო ლაცაბიძე 53,5%-ით ლიდერობს.