შალვა პაპუაშვილი: მედიის წარმომადგენლები ტალახს ესვრიან ჩვენს კანდიდატებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას - ეს არის რუსული პროპაგანდის ტიპური ფორმა

შალვა პაპუაშვილი: მედიის წარმომადგენლები ტალახს ესვრიან ჩვენს კანდიდატებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას - ეს არის რუსული პროპაგანდის ტიპური ფორმა

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანები და ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები ასახელებენ, ტალახს ესვრიან ადამიანებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას - ეს არის პროპაგანდის ტიპური ფორმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვა ეხებოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან.

„პროპაგანდა, რომელიც ეფუძნება ჭორებს, მოგონილ ამბებს. სამწუხარო რეალობა მედიაში არის ის, რომ თითქოს უნდა ამტკიცო პირიქით და არ უნდა ამტკიცო ფაქტი, არამედ უნდა ამტკიცო, რომ ეს ფაქტი არ არსებობს. ეს არის რეალობის ამოტრიალება - სწორედ არის რუსული პროპაგანდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.