ირაკლი კობახიძე ტვ პირველს - თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი გაზრდილია პავლიკა მოროზოვის ღირებულებებზე

ირაკლი კობახიძე ტვ პირველს - თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი გაზრდილია პავლიკა მოროზოვის ღირებულებებზე

როდესაც თქვენი ტელევიზიის ეთერში აჩვენებთ, როგორ ლანძღავს ძმა ძმას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი გაზრდილია პავლიკა მოროზოვის ღირებულებებზე - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც უმრავლესობის წევრის გოგი მეშველიანის მისამართით, მისი ძმის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს შეეხებოდა.  

"ყველა ტელევიზიას აქვს თავისი ღირებულებები. როდესაც თქვენი ტელევიზიის ეთერში აჩვენებთ, როგორ ლანძღავს ძმა ძმას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი გაზრდილია პავლიკა მოროზოვის ღირებულებებზე." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli პავლიკ მოროზოვს შეეშვი! შენს ლგბტ დასავლურ დემოკრატიიდან მოძებნე მაგალითები!!! ან ძებნა რად უნდა, როცა სიტყვათ შეთანხმება " დასავლური დემოკრატია" არის ვერაგობის, გამყიდველობის, უნამუსობის..... კრებსითი სახელი!
3 წლის უკან