ქარელში, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პროპორციული სიის ორმა წევრმა დატოვა. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ნუნუ ყაულაშვილმა და ზაური ყაულაშვილმა მიიღო. მათ უკვე შეიტანეს განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.