ამირან გამყრელიძე: სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია და გვინდა, რომ ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 35 ათასს მიაღწიოს

ამირან გამყრელიძე: სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია და გვინდა, რომ ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 35 ათასს მიაღწიოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ის ტემპი, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არის, საკმარისია იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს აცრილი.

თუმცა, მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და უმჯობესია, თუ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 30-35 ათასს მიაღწევს.

"თუ ჩვენ ამ ტემპით წავედით, საშუალოდ დღეში 23-24 ათასი, ჩვენ წლის ბოლოსთვის თავისუფლად შევასრულებთ იმ ჩვენს სამიზნეს, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ მეტი გვინდა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში დავიჭერთ ამ მაჩვენებელს, 24 ათას დღიურს, ოქტომბრის ბოლოსთვის სერიოზულად შევაკავებთ, ანუ, ცივ სეზონს შევხვდებით სერიოზული იმუნიტეტით.

სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია ჩვენთვის და გვინდა, რომ მეტი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი - 30, 35 ათასი ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამას ვერ ვახერხებთ,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.