გივი მიქანაძე: 19 აპრილის ხელშეკრულების ერთადერთი სრულფასოვნად შემსრულებელი მხარე არის „ქართული ოცნება“

გივი მიქანაძე: 19 აპრილის ხელშეკრულების ერთადერთი სრულფასოვნად შემსრულებელი მხარე არის „ქართული ოცნება“

19 აპრილის შეთანხმებაში 2%-იანი ბარიერი ჩაიდო ერთ-ერთ პირობად. ხელის მოწერით ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამ საკითხზე. ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად გამოვედით ამ შეთანხმებიდან იქიდან გამომდინარე, რომ 1% გადალახული 4 პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტები“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არ აწერდა ხელს ამ შეთანხმებას 100 დღის განმავლობაში, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა და მრავალი თვის განმავლობაში გამოიყენებოდა საზოგადოების მოსატყუებლად. დაიდო არგუმენტირებული დასკვნა, რომელმაც წარმოაჩინა და ამხილა, რომ ოპოზიციის განცხადებების უკან არანაირი არგუმენტაცია არ იყო და არჩევნები არ გაყალბებულა. რეალურად იმ ფონზე, როდესაც დასავლელი პარტნიორები და ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ამ ოთხ პარტიას, რომ შეერთებოდნენ ამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ უპირობოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება გამოვსულიყავით, თუმცა ჩვენ ერთგული ვრჩებით შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების, მართლმსაჯულების რეფორმა იქნება ეს თუ სხვა. 19 აპრილის ხელშეკრულების ერთადერთი სრულფასოვნად შემსრულებელი მხარე არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.