ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში შაქურანის ჩანჩქერთან რუსი ტურისტი დაიღუპა. ის 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ალექსეი ფედოროვიჩ ვეტროვი სოხუმის მორგში გადაასვენეს.