აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი 39%-მდე დაეცა, რაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნულს Economist/YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხულთა 49% პრეზიდენტის პოსტზე ჯო ბაიდენის მუშაობას არ იწონებს, ხოლო 39% აცხადებს, რომ კმაყოფილია პრეზიდენტის მუშაობით.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირასთან შედარებით, ჯო ბაიდენის რეიტინგი 6%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ გასულ კვირასთან შედარებით, ჯო ბაიდენის მხარდაჭერა „დემოკრატ“ ამომრჩევლებში 9%-ით შემცირდა და 77%-ს შეადგენს.
Economist/YouGov-ის გამოკითხვა 4-7 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 500-მა რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება დაახლოებით 2.8%-ს შეადგენს.