ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი", ეჭვის საფუძველზე, სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულ ტვირთთან ერთად (ფრინველთა საკვები), 48 380 ღერი არადეკლარირებულო სიგარეტი გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 069,6 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.