ლიბერთის სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დაიწყო

ლიბერთის სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დაიწყო

ლიბერთიში სამომხმარებლო სესხებზე განსაკუთრებული პირობების აქცია - „შენი სურვილების სეზონი" დაიწყო.

16 სექტემბრამდე, ნებისმიერი მიზნისთვის ახალი სესხის აღების ან რეფინანსირების შემთხვევაში, ყველა მომხმარებელი ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით და 3 თვემდე ვადით გათავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან.

ახალი აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის მიღებას შეძლებს 18-დან 70 წლამდე ნებისმიერი მოქალაქე, რომლის შემოსავალი მინიმუმ 200 ლარია.

საშეღავათო პირობები მაქსიმალურად არის მორგებული თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ინდივიდუალური პირობების გათვალისწინებით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.85%-დან (ეფექტური 15.78%-დან),  300-დან  200 000 ლარამდე სესხებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მომხმარებელს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი.

16 სექტემბრამდე, ლიბერთის  აქციაში ჩართვა ყველასათვის მარტივია და რაც მთავარია, მომხმარებლებს საშუალება აქვთ სესხის გადახდა დაიწყონ თანხის მიღებიდან სამი თვის შემდეგ. ახლო მომავალში, ლიბერთის გუნდი, მომხმარებელს კიდევ  არაერთ სიახლეს შესთავაზებს",-განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

ლიბერთის აქციის ფარგლებში, თანხის მიღება შესაძლებელია განაცხადის შევსებიდან მაქსიმუმ ერთ დღეში.