გურამ მაჭარაშვილი: არანაირი ხელიდან გაშვებული შანსი არ არის, არის შანსი, რომ გენერალური პროკურორი მეტად დამოუკიდებელი იყოს

გურამ მაჭარაშვილი: არანაირი ხელიდან გაშვებული შანსი არ არის, არის შანსი, რომ გენერალური პროკურორი მეტად დამოუკიდებელი იყოს

ეს არის შანსი იმისა, რომ გენერალური პროკურორი უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს. შანსი არის იმის, რომ თუ ოპოზიცია თანამშრომლობას პარლამენტში მეტ-ნაკლებად არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს, მიღწევები ნამდვილად გვექნება. პარტნიორები დაინახავენ იმას, რომ მზარდი რესურსი გვაქვს, განვვითარდეთ ევროპისა და ამერიკის მიმართულებით, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი წლით არჩეული გენერალური პროკურორის არჩევის ხარისხი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ექვსი წლით არჩეულის.

„ერთი წლით არჩეული პროკურორი თუ გვეყოლება, ის პირდაპირ დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ ძალებზე. ბუნებრივია, ის დაინტერესებული იქნება, ამა თუ იმ ძალის პოლიტიკური ინტერესები გაატაროს. ამ მიმართულებით ოპოზიციას არანაირი კონტრარგუმენტი არ წარუდგენია. რაც შეეხება გამოხმაურებას, არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან, არც სახელმწიფო დეპარტამენტისა და არც ევროპელი კოლეგების მხრიდან განცხადებების გარდა, რადიკალური ოპოზიციის მიმართ არ მოგვისმენია კრიტიკა და განცხადება ხელიდან გაშვებული შანსის თაობაზე. მათი მოწოდების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა და როცა შეთანხმება შედგა, 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს არანაირი ხელიდან გაშვებული შანსი არ არის, პირიქით, ეს არის შანსი იმისა, რომ გენერალური პროკურორი უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს. შანსი არის იმის, რომ თუ ოპოზიცია თანამშრომლობას პარლამენტში მეტ-ნაკლებად არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს, მიღწევები ნამდვილად გვექნება. პარტნიორები დაინახავენ იმას, რომ მზარდი რესურსი გვაქვს, განვვითარდეთ ევროპისა და ამერიკის მიმართულებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.