საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს განხორციელდება
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომამ მიიღო, რომელსაც პრემიერ--მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განიხილა და დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.