ამირდონ ბაბლუანი: ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს კანდიდატურა დაუყენა

ამირდონ ბაბლუანი: ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს კანდიდატურა დაუყენა

გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, ამირდონ ბაბლუანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ გახარიას პარტია. საზოგადოებას მინდა მცირე განმარტებით მივმართო. ჩვენ ამ პარტიაში გავწევრიანდით ორი მიზეზის გამო: ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გახარია სრულ წინააღმდეგობაში იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ის არასოდეს დაუპირისპირდებოდა რეჟიმისგან ქვეყნის განმათავისუფლებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემი ოჯახისა და ჩემთვის უკიდურესად მიუღებელია. აშკარაა, რომ გახარიასა და ნაცების გზები იკვეთება. ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს დაუყენა კანდიდატურა და ამით „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაასხა წყალი. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვიყო განაწყენებული, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ მოკავშირეებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება!“.