ალუდა ღუდუშაური:  ვისაც არჩევნებთან დაკავშირებით გინდათ, რაიმე განცხადება გააკეთოთ, ჩახედეთ კარგად კონსტიტუციის 37-ე მუხლს, აქ არის წერტილი

ალუდა ღუდუშაური:  ვისაც არჩევნებთან დაკავშირებით გინდათ, რაიმე განცხადება გააკეთოთ, ჩახედეთ კარგად კონსტიტუციის 37-ე მუხლს, აქ არის წერტილი

ახლა რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, ასევე ყოფილი პრემიერის განცხადებებს, რომ თურმე რაღაც რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რეფერენდუმი და ა.შ. ყველას მოგიწოდებთ, ვისაც არჩევნებთან დაკავშირებით გინდათ, რაიმე განცხადება გააკეთოთ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, ჩახედეთ კარგად კონსტიტუციის 37-ე მუხლს. აქ არის წერტილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშარუმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას საქმეზე ორიენტირებული არ არის.

„რაც შეეხება რეფერენდუმს და იმ სიცრუეს, რასაც საზოგადოებას ეუბნებით, ესეც კონსტიტუციაში წერია, ამიტომ მატყუარები რომ ხართ ეს კარგად ჩანს და წაგებას რომ უნდა შეეგუოთ ესეც კარგად ჩანს. მატყუარები რომ ხართ და საქმეზე ორიენტირებულები თქვენ არა ხართ, იმიტომ არ გიჭერთ ხალხი მხარს და ამიტომ თავი დაანებეთ ამ რაღაც ცრუ კეკლუცობას. როგორც ჩანს, საზღვრებზე ხართ განაწილებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეხებათ ეს განსაკუთრებით და ელოდებით თქვენს მამა-მარჩენალ მიშას, არ მოდის, დაანებეთ თავი. მოდით, შემოდით აქ სხდომათა დარბაზში და ერთხელ მაინც საკუთარ თავში იპოვეთ ძალა. ხალხზე და ქვეყანაზე რაიმე იოტისოდენა მაინც გააკეთეთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.