პარტია

პარტია "ლელო" ახალქალაქში ოთხმა წევრმა დატოვა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის წევრებმა, ამაიაკ ზაქარიანმა,  ჰაიკუშ ჩოლახიანმა , ვარდანუშ ზაქარიანმა და არმენაკ ჩოლახიანმა დატოვეს. ოთხივე მათგანმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს განცხადებით, რათა გაუქმდეს მათი კანდიდატურების რეგისტრაცია.