მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის ჩამოსვლას ან არ ჩამოსვლას არ შეიძლება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ჰქონდეს

მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის ჩამოსვლას ან არ ჩამოსვლას არ შეიძლება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ჰქონდეს

სააკაშვილის ჩამოსვლას ან არ ჩამოსვლას არ შეიძლება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ჰქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ მორიგ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მის ჩამოსვლას ან არ ჩამოსვლას არ შეიძლება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ჰქონდეს. მხარდაჭერის კლებად რეჟიმში, რომელშიც იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, ამას მისი მომხრეებისთვის რაღაც გამამხნევებელი ფუნქცია ჰქონდეს. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგები დაღმავალი სვლით მიმდინარეობს და ამ ფონზე არის, ვიტყოდი ერთგვარი გაფართხალება, რომ თავი მოუყარონ რესურსებს, რომელიც რეალურად, ხელიდან გაეფანტათ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართვ