საკონსტიტუციო ცვლილებები თუ იქნება მიღებული, მიიღება მინიმუმ, 113 ხმით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო ბარიერის, ფრაქციის შექმნისა და პროკურორის არჩევის წესის საკითხებს ითვალისწინებს.
„ეს ცვლილებები თუ იქნება მიღებული, მიიღება მინიმუმ, 113 ხმით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პარტიის თანხმობა იქნება ამ ცვლილებაში და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სიმბოლური და მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარტიები შეთანხმებას შევძლებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს.