ირაკლი კობახიძე გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე: სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის სიმახინჯე, სიმახინჯეები კონსტიტუციაში არ იწერება

ირაკლი კობახიძე გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე: სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის სიმახინჯე, სიმახინჯეები კონსტიტუციაში არ იწერება

სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის უბრალოდ სიმახინჯე, სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ახალი ნორმით, რომელიც იყო ჩადებული კანონპროექტში, უმრავლესობას, ჩვეულებრივად, 76 ხმით შეეძლო პროკურორის არჩევა, უფრო მეტიც, პროკურორი აირჩეოდა ერთი წლის ვადით და კონტროლის დამყარების უკეთესი საშუალება ჰქონდა ამ შემთხვევაში უმრავლესობას. ეს არის იურიდიულად დამახინჯებული რეგულაცია და სრული აბსურდი, რომელიც არავითარ არც დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს ოპოზიციას და არც არაფერი. ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ითქვა უარი ამ ნორმაზე არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. მას არ აქვს არანაირი ანალოგი და პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის უბრალოდ სიმახინჯე, სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში. ჩვენ დავაინიცირეთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიმახინჯე ეწერა 19 აპრილის შეთანხმებაში, თუმცა ეს შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სიმახინჯეს ვერ ჩავწერთ კონსტიტუციაში, მადლობა ღმერთს, ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კონსტიტუციური ჩარჩოების შესაბამისად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.