ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი ათი წელია, თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ჩამოვა და ატყუებს

ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი ათი წელია, თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ჩამოვა და ატყუებს

ჩვენ მოგვისმენია ამ ადამიანის არაერთი განცხადება, რომელიც საბოლოოდ აღმოჩენილა ტყუილი, თუ რამე კარგი აქვს გაკეთებული და ასე თავმომწონედ თავს იქებს, რატომ აქამდე არ ჩამოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„თუ ჩამოვა, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირს, ელოდება სასჯელაღსრულების დაწესებულება და ის კანონით დადგენილი პროცედურები, რა პროცედურებითაც ხდება ასეთი სტატუსის მქონე პირის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება. ასე რომ, ჩვენ ჭორაობაში ვერ შევალთ და იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, რისიც მათ ამომრჩეველს არ სჯერა, ჩვენთვის ეს არანაირი ინტერესის საგანი არ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.