სააკაშვილმა თავისი საუბარი დაიწყო ევროპულ ფასეულობებზე საუბრით და დაამთავრა შარაგზის ყაჩაღის შესაფერისი განცხადებით, ფულის წართმევის თაობაზე. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი და მით უმეტეს, ვისაც ევროპულ ფასეულობებზე აქვს პრეტენზია, მხარს დაუჭერს ასეთ განცხადებებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„გარდა ამისა ჩამოსვლაზე არა ერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული და ყოველთვის ასეთი ყაჩაღის, მეკობრის განცხადებით ამთავრებს თავის გამოსვლებს. დაახლოებით მეჩვიდმეტედ აცხადებს, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და სხვასაც მოუწოდებს. მმართველი გუნდი ვერავის დააპატიმრებს, რადგან ეს არაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და უნდა იმოქმედოს სამართლებრივი ნორმების ფარგლებში. მან ღირსება წაართვა უამრავ ადამიანს ქონება და სიცოცხლე წაართვა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიები თუ ვინმემ წაართვა, ესეც მისი დამსახურებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.