ბორჯომში გახარიას პარტიიდან წასული საჯარო მოხელე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

ბორჯომში გახარიას პარტიიდან წასული საჯარო მოხელე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

ბორჯომის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი, მარიამ გელაშვილი, რომელმაც პარტია „საქართველოსთვის“ გასულ კვირას დატოვა, ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიიდან საკუთარი სურვილით წავიდა.

„ვინ თქვა, რომ ზეწოლის ფაქტის შედეგად დავტოვე პარტია?! მე საჯარო მოხელე ვარ და გადავწყვიტე დავრჩე საჯარო სექტორში. გვიან მომივიდა გადაწყვეტილება, მაგრამ გადავწყვიტე. ეს არის მიზეზი, საჯარო მოხელე ვარ და გადავწყვიტე საჯარო მოხელედ დავრჩე, უფრო მეტს გავაკეთებ, დანარჩენი მერე იყოს. ბოდიშით მეტს ვერ დაგელაპარაკებით“, – გვითხრა მარიამ გელაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

იგი გახარიას პარტიაში პროპორციული სიის მეორე ნომერი იყო.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 10–ზე მეტმა წევრმა დატოვა, მათ შორის ბორჯომშიც. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის და ძალოვანი უწყებების მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ.