N31 საჯარო სკოლაში ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 N31 საჯარო სკოლაში ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად N31-ე საჯარო სკოლის ეზოს მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

„ამავე სკოლის კლასდამთავრებულმა, მეცენატმა ნოდარ გიორგაძემ N31 საჯარო სკოლაში, მიმდინარე წელს მოსწავლეებს უმაღლესი დონის სპორტული მოედანი მოუწყო. ახლა კი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელ სივრცეს აკეთებს. ეს არის მისაბაძი საქციელი ყველა ქართველისთვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებაზე“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულ სტადიონთან,  ამორტიზებული ასფალტის საფარი ახლით ჩანაცვლდება. მოეწყობა მწვანე სივრცე, დაირგვება ხე-მცენარეები და განთავსდება საპარკე ავეჯი.

amo ავთანდილის ქუჩა?
3 წლის უკან