გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგარეჯოში, ლამბალო-თულარი-კაზლარის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ აჟდარ ალიევმა გააუქმა მისი საარჩევნო რეგისტრაცია და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეგისტრაციის მოხსნის თაობაზე მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას.