უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გახარიას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი მიუძღვნა:
"არ მგონია, პიარის ხარჯზე ყველაფრის ჩამოწერა შეიძლებოდეს...
გახარიასთან და მის თანაპარტიელებთან ერთი კითხვა მაქვს:
ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, დღეს ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან, ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, - ღირსეული კაცი იქნებოდა?
ისტორია იტყოდა, რომ ადამიანური და ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინა, რადგან - კი შემოუძღვა, მაგრამ დილით გააფრთხილა სიმონ I-ო"?