ანგელა მერკელი „თალიბანთან“ პოლიტიკური დიალოგის დაწყებას მხარს უჭერს

ანგელა მერკელი „თალიბანთან“ პოლიტიკური დიალოგის დაწყებას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „თალიბანთან“ პოლიტიკური დიალოგის დაწყებას მხარს უჭერს.

„რაც შეეხება „თალიბანს“, ფაქტია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბროთ მათ, რადგან სწორედ მათთან გვაქვს ახლა საქმე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელის თქმით, მოლაპარაკებები აუცილებელია იმ ვღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც ქვეყანაში დარჩნენ.

„ქვეყნიდან გვინდა გავიყვანოთ ადამიანები, რომლებიც გერმანიის განვითარების ორგანიზაციებთან მუშაობდნენ და რომლებიც ახლა საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

3 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, ქაბულში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღადგინოს, თუ „თალიბანი“ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს.

„ჩვენ გვსურს ინკლუზიური მთავრობა, ადამიანისა და ქალების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და ავღანეთი კვლავ არ უნდა იქცეს საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფრად“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.