გიორგი გახარიას პარტიას მხარდამჭერები ტოვებენ. ბოლო 3 დღეში პარტია ათეულობით ადამიანმა დატოვა, მათ შორის არიან სხვადასხვა რეგიონში პროპორციული სიის წევრები.
„ქრონიკა“ ესაუბრა ადამიანს, რომელიც ახალციხის საკრებულოს პროპორციულ სიაში დაუკითხავად ჩაწერეს. ნოდარ ტაბატაძე აცხადებს, რომ გერმანიაში ცხოვრობს და პოლიტიკასთან შეხება საერთოდ არა აქვს. მისივე თქმით, მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
„მე ფიზიკურად არ ვიმყოფები საქართველოში, გერმანიაში ვცხოვრობ. ვარ აპოლიტიკური და სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული“, - აცხადებს ტაბატაძე.