ბადრი ჯაფარიძე: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკური სიტუტუცის“ გამოვლინებაა

ბადრი ჯაფარიძე: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკური სიტუტუცის“ გამოვლინებაა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისმიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკური სიტუტუცის“ გამოვლინებაა.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღარიბაშვილის ასეთი „ლანძღვა-გინება“არის პასუხი კრიტიკაზე და აჭარბებს ყველა მოლოდინს, რომელიც ღარიბაშვილის მიმართ გააჩნიათ.

„პრემიერ-მინისტრის ბოლო ორი დღის განცხადებები პოლიტიკური სიტუტუცის გამოვლინებაა. ასეთი ლანძღვა-გინება, რასაც ვისმენთ ორი დღეა, არის პასუხი კრიტიკაზე. ეს აჭარბებს იმ მოლოდინსაც კი, რომელიც გვაქვს ღარიბაშვილის მიმართ. მათ პარტიაში დამკვიდრებულია კერპთაყვანისმცემლური მიდგომა, როდესაც უნდა გააღმერთონ თავიანთი ლიდერი, ყოველდღიურად მადლობები უხადონ და აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ არ შეიძლება ლანძღვა-გინება როგორც ოპოზიციის, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ, რაც პრაქტიკულად წახალისებაა აგრესიული ჯგუფების, რომ კვლავ განხორციელდეს თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.