ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და გარკვეულწილად ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის.
„საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, ისევე, როგორც ეს არის ზრდასრული ადამიანებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.