ნაციონალური მოძრაობის

ნაციონალური მოძრაობის" რიგები წალენჯიხასა და ახალქალაქში დატოვეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა წალენჯიხასა და ახალქალაქში პარტიის რიგები დატოვეს და არჩევნებიდან მათი კანდიდატურები მოხსნეს. კერძოდ ,,ენმ"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (სოფლები  ჭალე-მუჟავა), დავით ხასაიამ უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. მან ასევე დატოვა პარტიის რიგები. გარდა ამისა, “ენმ”-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის #13-ე ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალიკო ქოჩოიანმა დატოვა პროპორციული სია და პარტია.