თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია

ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც მისივე განმარტებით, ძალიან ცოტაა.

„გარდაცვალების პიკი იგვიანებს შემთხვევების ცდის პიკთან მიმართებაში ორი-სამი კვირით. ჩვენთან პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც ძალიან ცოტაა. უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვაქცინაცია და პირბადე, ეს არის ორი ყველაზე ქმედითი საშუალება ახალი შემთხვევების შესამცირებლად, გარდაცვალების შესამცირებლად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.