მთავრობა თვლის, რომ ამ ეტაპზე დამატებითი სესხის აღება არ არის საჭირო. ეს ოპოზიციამ მაშინვე აიტაცა, რომ თითქოს ეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას ნიშნავს. ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვეულებრივ წინასაარჩევნო ბრძოლის იარაღად იყენებენ სესხის საკითხს. გასაგებია პრეზიდენტის შეშფოთება ამასტან დაკავშირებით, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება და ეს პოლიტიკური ვნებათაღელვა ჩაცხრება ყველა დავინახავთ, რომ ამხელა აჟიოტაჟი წინასაარჩევნო პერიოდისთვის იყო გამოწვეული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.