პრეზიდენტის განცხადებას ვეთანხმებით იმ ნაწილში, სადაც ის ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი აბსოლუტურად უადგილოდ და თავხედურად მოაწერა. მაშინ როდესაც 5 თვის განმავლობაში უგულებელყოფდა ყველა საკითხს, რაც ამ შეთანხმებაში იყო და არაფერში მონაწილეობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტის მოწოდება, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდ კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნების ჩატარება, ბუნებრივია ეს პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება“, - განაცხდა გურამ მაჭარაშვილმა.