აშშ-მა უკრაინას თავდაცვის სფეროში 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თავდაცვის სფეროში 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თავდაცვის სფეროში 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ უსაფრთხოების სფეროში 60 მილიონი დოლარის ახალ პაკეტს გამოყოფს, მათ შორის „ჯაველინის“ სისტემებსა და სხვა თავდაცვით ლეტალურ და არალეტალურ საშუალებებს, რაც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტურად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. 2014 წლიდან აშშ-მა 2.5 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის ძალების მხარდასაჭერად, მათ შორის 400 მილიონ დოლარზე მეტი მიმდინარე წელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

1-ელ სექტემბერს თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.